რას გვეუბნება Xuping-ის ხარისხის სერტიფიკატი?

ჩვენი მომხმარებელი ხშირად კითხულობს: “მართლა არ იწვევს ალერგიას?” ან “რატომ არის ეს ბიჟუტერია სხვანაირი?”. პასუხი მარტივია და ის არა სიტყვებში, არამედ ოფიციალურ ლაბორატორიულ დასკვნებშია (SGS Report).

Xuping-ის სერტიფიკატი ადასტურებს შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაქტებს:

უსაფრთხო ქიმიური შემადგენლობა

სერტიფიკატის მიხედვით, პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ და ამერიკულ გარემოსდაცვით სტანდარტებს. ანალიზები ადასტურებს, რომ სამკაული არის:

  • ნიკელის გარეშე (Nickel Free): სწორედ ნიკელია ის მთავარი ელემენტი, რომელიც იაფფასიან ბიჟუტერიაში ალერგიას, ქავილს და სიწითლეს იწვევს. Xuping-ის პროდუქციაში ის არ არის.
  • ტყვიისა და კადმიუმის გარეშე: რაც მას ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოს ხდის.

ძირითადი მასალა და დაფარვა

ნაკეთობის გული არის სპეციალური ეკოლოგიური შენადნობი (Environmental Copper). ზედაპირი დაფარულია მაღალი სინჯის ოქროთი ან როდიუმით (გალვანური მეთოდით), რაც უზრუნველყოფს ფერის ხანგრძლივ მდგრადობას.

ქვის ხარისხი

გამოყენებულია ხელოვნურად გაზრდილი ცირკონები (Synthetic Cubic Zirconia), რომლებსაც გააჩნიათ ალმასის იდენტური სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი.

დასკვნა:

ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ნაკეთობა დამზადებულია მაღალი ხარისხის ეკოლოგიური სპილენძისგან (“Environmental Copper”). რადგან 585 სინჯის ოქროშიც დიდი წილი სწორედ სპილენძია, ჩვენი სამკაულის ფერი და ბრწყინვალება შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად არ განსხვავდება ოქროს ნაკეთობებისგან.